LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა გურმანმა მოიარა მსოფლიოში ყველა რესტორანი, რომელსაც მიშლენის 3 ვარსკვლავი აქვს

122
Screenshot 2024-08-09 114653

გურმანმა 20 ქვეყანაში 145 რესტორანი მოიარა და მთლიანობაში 100 ათასი ევრო დახარჯა. გერმანელმა მატიას რულმა გადაწყვიტა ენახა მიშლენის ყველა რესტორანი, რომელსაც კი 3 ვარსკვლავი ჰქონდა და გეგმა სისრულეში მოიყვანა. უჩვეულო გამოწვევის შესახებ UNN.ua წერს.

უცნაური სურვილის რეალობად ქცევა მატიასს ჯამში 200 ათასი ევრო დაუჯდა.
„როგორც მე დავთვალე, საკვებზე დაახლოებით 100 ათასი ევრო დავხარჯე, ამდენივე დაიხარჯა ტრანსპორტზე. 3 ვარსკვლავის მქონე რესტორანში ვახშმის ფასი 250-დან 500 ევრომდე მერყეობს“, – აზუსტებს გურმანი.

საკვების მირთმევა ყველაზე ძვირი შანხაის Ultraviolet-ში იყო, სადაც გერმანელმა 1400 ევრო გადაიხადა.

ტურისტს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ასევე იაპონური რესტორნები.“იქ ისე მხატვრულად ამზადებენ და აწვდიან საკვებს, რომ ბევრი დაწესებულება ვიდეო გადაღებასაც კრძალავს“.

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების მონახულების იდეა რულს Covid 19-ის პანდემიის დროს გაუჩნდა. მაშინ მას უკვე ჰქონდა 60-მდე ასეთი დაწესებულება ნანახი და თავისი გამოცდილებით ერთობ კმაყოფილი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები