LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში პიროტექნიკის აკრძალვას ხელი მილიონზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა

109
Screenshot 2025-01-08 144611

გერმანიაში პიროტექნიკის აკრძალვა სურთ და შესაბამის პეტიციას ხელი უკვე 1 400 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. ინიციატივის ავტორი პოლიციელთა პროფკავშირები გახდა, წერს Jordan Times.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პიროტექნიკა კერძო პირებზე აღარ უნდა გაიყიდოს და გამოყენების უფლებაც უნდა შეიზღუდოს. ფეიერვერკი აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ფრინველსა თუ ცხოველს და ადამიანთა შორისაც ხშირადაა ფატალური შემთხვევები.

მაგალითად, წელს როგორც Deutsche Welle წერს, გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენებას ახალი წლის დღეებში 5 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები