LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ველური ზაზუნებისთვის ახალი სახლის საპოვნელად 2,5 მილიონ ევროს დახარჯავენ

118
Capture

გერმანიაში აპირებენ, რომ ველური ზაზუნების გადასახლებას 2,5 მილიონი ევრო დაახარჯონ. სიახლის შესახებ Deutsche Welle წერს.

როგორც გამოცემა აზუსტებს ეს თანხა ზუსტად 39 ზაზუნას კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. მღრღნელები ბინადრობენ მინდორში, სადაც მომავალში სკოლის აშენება იგეგმება. ზაზუნების ტერიტორიიდან გაყვანა მარტივად არ გამოვა, რადგან ისინი წითელ წიგნში არიან შეტანილები. ამიტომაც, ხელისუფლებამ მთელი სამაშველო ოპერაცია დაგეგმა და თითოეული ზაზუნასთვის ახალი სახლის მოძებნა 64 ათასი ევრო ეღირება.

სკოლის მშენებლობა წესით, 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. სანამ ზაზუნებს კარგად არ დააბინავებენ, სამშენებლო პროცესი სრულად შეჩერებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები