LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული სასტუმროებისა და რესტორნების მომავალი გაურკვეველია – მიზეზი მოსალოდნელი ენერგოკრიზისია

38
39_03_01

ენერგოწყაროებისა და საკვები პროდუქტების ფასების მკვეთრმა ზრდამ გერმანიის ბევრი რესტორნისა და სასტუმროს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროებისა და რესტორნების გერმანული ასოციაცია ავრცელებს.

ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გამო ცხოვრება ბევრ კომპანიას გაურთულდა.

სპეციალისტებმა ტურიზმის ბიზნესის 3850 წარმომადგენელი გამოჰკითხეს და დაადგინეს, რომ მათი 66% იმაშიც არაა დარწმუნებული ამ ზამთარს გადაიტანს თუ არა.

მოსალოდნელია, რომ 2022 წელი ზედიზედ მესამე ძალიან წარუმატებელი წელი გახდეს და პანდემიის შემდეგ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კომპანიების დიდი ნაწილი არსებობას უბრალოდ ვეღარ შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები