აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა ცნობილი და სოციალურ ქსელში გაჭირვებული ადამიანების შესახებ ხშირად წერს, ამჯერად ქუჩაში მცხოვრებ პენსიონერზე აქვეყნებს პოსტს.
“ღამით ქალი ვიპოვეთ ქუჩაში. გაყინული და მშიერი, ამ ადგილას ეძინა. საშინელ დღეშია და სასწრაფოდ ექიმი, საჭმელი და ბევრი რამე სჭირდება, რომ უკეთ გახდეს. ჯანმრთელობა საერთოდ აღარ აქვს, გონებაც არეული აქვს ქუჩაში ყოფნით. სახლი აქვს, მაგრამ ვერ მიდის, აქ მაჭმევენ ხოლმე მაინცო და სახლში არავინ ჰყავს.
პენსიასაც აღარ აქვს, წინასწარ ავიღე და ერთი წელი ვერ ავიღებო, დიდი ხანია აქ ვარო ამბობს და მომკითხავიც არავინ ყოფილა ჯერ.
სასწრაფოდ თუ არ ვუშველეთ რაღაცა, მალე უფრო აცივდება და ვერაფრით ვერ გადაიტანს ზამთარს”, – წერს სინჯიკაშვილი და პოსტში ანგარიშის ნომრებსაც უთითებს.