LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „საქართველოში მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება.. კონცერტებიდან შემოსავალი შეიძლება, მინიმუმ, 100 მლნ ლარი იყოს..“

129
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Black Sea Arena“-ს მასშტაბურ კამპანიას – „Starring Georgia“- ეხმიანება და აცხადებს, რომ კამპანიიდან შემოსავალი, შესაძლოა, მინიმუმ 100 მილიონი ლარი იყოს.

Imagine Dragons მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს იმღერებს

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „წელს, მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება“.

„კულტურის სამინისტრომ და „Black Sea Arena-ს“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა, მათ კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს და წელს, რომ იტყვიან, ბუმი იქნება მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების და მათი კონცერტები გაიმართება.

აქვე განმარტების სახით მინდა გითხრათ… საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით, როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს, შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მლნ ლარზე საუბარი.

ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად, პრესტიჟი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და სხვა სიახლეებიც ექნება ჩვენს ახალგაზრდებს, მსმენელებს. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული სეზონი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კამპანიის – „Starring Georgia“ მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ადგილმდებარეობაზე ჩატარდება.

The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები