LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანი: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და მარტოკაცი აღარ ვიქნებოდი…“

13151
giadavitianinews

ანსამბლ „ალილოს“ წევრი, გია დავითიანი გარკვეული პერიოდის წინ მეორედ დაოჯახდა. მისთვის 2021 წელი ძალიან ბედნიერი გამოდგა, რადგან ცხოვრება ექიმ ეკა არჩვაძეს დაუკავშირა.

ეკა და გია სიამოვნებით ესაუბრებიან ჟურნალ „სარკეს“ პირადი ცხოვრების შესახებ.

გია დავითიანი აღნიშნავს: „ჯადოსნური წელი იყო. ვერც წარმოვიდგენდი, რომ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და მარტოკაცი აღარ ვიქნებოდი. გაჩნდა იმედები, სიმშვიდე, სიყვარული…“

ეკა არჩვაძე:

„გადაწყვეტილებას ყოველთვის მატო ვიღებდი. ზოგჯერ ახლაც მავიწყდება და ვინმე რომ დამპატიჟებს, ვპასუხობ, მოვდივარ-მეთქი. „მოვდივართ“ – მისწორებს გია. ვსწავლობ მრავლობითში ცხოვრებას. გიას უნდა, ყოველთვის ვიყო მის კონცერტებზე, მეც ვცდილობ, მისი სურვილები ჩემს სურვილებად ვაქციო… ზოგს კითხვა უჩნდება: „ეჭვიანია? არ არის ეჭვიანი. ყურადღებიანია. აინტერესებს, თავს როგორ ვგრძნობ, რამე ხომ არ მჭირდება. კარგი იუმორი აქვს, ასეთ ადამიანთან ადვილია ურთიერთობა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები