LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „მიზანი აქვთ, რომ როგორმე ტონი აიმაღლონ, იქნებ ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერი მათთან დებატებში შევიდეს – სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება, ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს“

163
სალომე ზურაბიშვილი და გია ვოლსკი

„რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება – ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა შეაფასა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ეს იმ შანტაჟსა და პოლიტიკურ სპეკულაციაზე წასვლა იქნება, რასაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს“.

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

„მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია.

სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი.

ალუდა ღუდუშაური: „სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ – ტოლი ნახოს, რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო“

ასეთ ვითარებაში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პირდაპირ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია სწორედ იმ მიზნით, რომ რაღაცით თავი წარმოიჩინოს, მაშინ როცა „ქართულმა ოცნებამ” ის, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, როგორც დიასპორის წარმომადგენელი, როგორც ქალბატონი, ევროპელი წამოსწია იმ პოსტზე, რასაც ის დღეს ფორმალურად იკავებს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g