LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში, მან თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია

148
გია ვოლსკი

თვალთმაქცობაა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს იმ დედების ვარამი გაითვალისწინა, გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, დაუხოცეს, უწამეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: „დედებო გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ, ვისი შვილებიც უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან, თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან!“

„შვილებს თუ კარგად მოაწყობ, თბილად გეყოლება და თავად მარშში მიიღებ მონაწილეობას, მისი აზრით, ეს არის ის, რაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ. ჩვენს შვილებს სჭირდებათ სტაბილურობა და არა მისი მავნებლობა, რომელიც მათ ფიზიკური დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ეს არის არა მხოლოდ თვალთმაქცობა, არამედ ცინიზმი, რადგან შვილებს „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღებას მოუწოდებდნენ. ამისაკენ ბავშვებს სალომე ზურაბიშვილი კონკრეტული მოქმედებებით მოუწოდებს. ამბობდნენ, რომ მათი მთავარი ლოზუნგი უნდა იყოს – დაუპირისპირდი, ესროლე და პიროტექნიკა გამოიყენე. „მოლოტოვის კოქტეილს“ თუ  გამოიყენებ, უკვე ლიდერი ხარო. ეს მისი პოლიტიკური და ადამიანური კრედოა. თვალთმაქცობაა, რასაც აკეთებს, რომ დედების მარშს ჩაუდგეს სათავეში. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში რომ გაიმარჯვა, თითქოს იმ დედების ვარამი გაითვალისწინა და გაითავისა, რომლებმაც შვილები დაკარგეს, ვისაც დაუხოცეს, უწამეს და ცუდ გზაზე დაუყენეს იმ სისასტიკის შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში არსებობდა. დღეს სალომე ზურაბიშვილმა მათ უღალატა, ყველას ზურგი აქცია და მისი მხარდამჭერები ის ადამიანები არიან, ვინც დედების მიმართ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. თავის ამომრჩევლებს ზურგი აქცია, მათ შორის იმ დედებს, ვისაც მისი დედობის იდეის იმედი ჰქონდათ. მან დღევანდელი ცხოვრება იმ ხალხს დაუკავშირა, რომლებიც წლების მანძილზე ამ დედების ინტერესებს ფეხით თელავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g