LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ევროკავშირი ყველაფერს გადახაზავს… საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება“

279
გია ვოლსკი

„ევროპა საერთოდ ყველაფერს გადახაზავს, ყველა პრინციპს ფეხით გადაუვლის და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, 70-მდე ქვეყანაა, ვისაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო წილოსანი: „უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად“

ვოლსკის თქმით, ევროკავშირს გარკვეულ ქვეყნებზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა აქვს.

„ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, ევროპას სერიოზული მიგრაციის ტალღა მიაწყდა, მათ შორის, მესამე ქვეყნებიდანაც.

საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს, რომ დაამყაროს სრული კონტროლი, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება.

აქედან გამომდინარე, ის სტანდარტი, რომელსაც ევროპული, სამართლიანი სტანდარტი ჰქვია – გადახაზული იქნება“, – თქვა გია ვოლსკიმ.

გიორგი გახარია: „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას… ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად“

შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

მამუკა ხაზარაძე: „ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა „ოცნების!“ – ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“

სოზარ სუბარი: „ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის ჩვენთვის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს“

თინა ბოკუჩავა: „გვახსოვს, პაპუაშვილის განცხადებები, რომ სანქციებისგან დისკომფორტს ვერ გრძნობდნენ, თუმცა დღეს „ქვემეხებად“ ეჩვენება… „ქართველობას გვართმევენო“ – სააკაშვილზე ამბობდნენ, სინამდვილეში ქართველობას ესენი გვართმევენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g