LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: ვინმე ნასვამი თუ ფხიზელი განცხადებებს აკეთებს, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა – ისე, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია

401
fot (1)

ყველამ განცხადებისგან თავი უნდა შეიკავოს, ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„რა დროს ქეიფი და მხიარულებაა საჯაროდ, როდესაც ამერიკელებმა დაგასანქცირეს, როგორც კრიმინალი“ – იაგო ხვიჩია

„მე არც ერთი ცალკეული მოსამართლის არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი. ჩემთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ სასამართლო ფასდებოდეს იმავე კრიტერიუმებით და იმავე დონეზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა – საერთაშორისო დონეზე საქართველოს სასამართლო არის ცნობილი, როგორც ევროპული სტანდარტით ერთ-ერთი მოწინავე. ამის იქით, ვინმე ნასვამია თუ ფხიზელია და განცხადებებს აკეთებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად ნაკლებად საინტერესოა. ისე, ყველამ განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, ზედმეტი განცხადებებისგან, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ჩასაფრებული ჰყავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 12 მაისს მოსამართლეებმა, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლეებმა ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღე აღნიშნეს. გავრცელდა ნასვამი მოსამართლეების სიმღერის ვიდეოკადრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g