LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდები მთავრობას მიმართავენ – რას ითხოვენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

197
ტურისტი

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია მთავრობას მიმართავს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. ისინი თვლიან, რომ კოვიდ 19-ის გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გიდების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სესხების რესტრუქტურიზაციას უკავშირდება.

მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა

ტურიზმის სექტორის დახმარება, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ერთ-ერთი ძირითადია. თუმცა ის, რაც სექტორის გადასარჩენად გაკეთდება, გიდების დახმარებად ვერ ჩაითვლება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფომ გიდების მხარდასაჭერად სხვა მექანიზმი უნდა მოძებნოს.

საქართველოში მოქმედი გიდების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიას, დაახლოებით, 8 ათასამდე გიდზე ექნება ეკონომიკური გავლენა.

შეგახსენებთ, რომ გიდების უმრავლესობა გასული წლის ივლისიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფრენები შეწყვიტა კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა, თუმცა მაშინ იცოდნენ, რომ ზიანს ამ ტურისტულ სეზონზე მაინც აინაზღაურებდნენ. ახლა კი, კორრონავირუსის გავრცელების გამო, ისინი ფაქტობრივად, შემოსავლის წყაროს გარეშე არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g