„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არავის მოწოდება არ არის საჭირო ამ მწარე რეალობის დასანახად. დიახ, ჩვენი საზოგადოების ხელშია და ჩვენი პასუხისმგებლობაა გვეყოლება და რამდენი ხანი გვეყოლება ასეთი მოღალატე ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, ბოკერია უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას.
ბოკერიას თქმით, უკრაინელ ხალხს ჰყავდა იანუკოვიჩი და მათ მიიღეს ზომები, რომ ეს ხელისუფლება არ ჰყოლოდა.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არავის მოწოდება არ არის საჭირო ამ მწარე რეალობის დასანახად. დიახ, ჩვენი საზოგადოების ხელშია და ჩვენი პასუხისმგებლობაა გვეყოლება და რამდენი ხანი გვეყოლება ასეთი მოღალატე ხელისუფლება. მინდა საქართველოს ყველა მეგობარს ვუთხრა, რომ ეს ძალიან მძიმე რეალობაა.
ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოა, რომ ასეთი რეჟიმი გვყავს. უკრაინელ გმირ ხალხს ჰყავდა იანუკოვიჩი და მათ მიიღეს ზომები, რომ ეს ხელისუფლება არ ჰყოლოდა, ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, რომ ქართული საზოგადოება არ განსაჯოს, დროზე ადრე ეს შედეგი დადგება, ოღონდ აქ არ არის ლაპარაკი, რომ ზუსტი ანალოგია მოხდება იმის, რაც იანუკოვიჩს მოუვიდა.
სამაგალითოდ გამბედაობის მომცემი უკრაინელი ხალხი დიდი ხნის წინ იყო ისეთი რეჟიმის ქვეშ, რომელიც მათივე შეფასებით, სამარცხვინო იყო და ჩვენ ვართ ანალოგიურ მდგომარეობაში. ანალოგიურად და არა იდენტურად უნდა დავუსვათ ამას წერტილი არჩევნების და მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საჭიროა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს. ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისივე ნაბიჯებით „გაიჩალიჩებს“ და თავს დაიღუპავს.
„არასწორად მიმაჩნია იმედების დამყარება, რომ სადღაც სხვაგან სხვების ნაბიჯებით შედეგად გადაწყდება ჩვენი ბედი. საბოლოო ჯამში , ყველა ასეთი ოლიგარქი და ავტორიტარი როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი თავისივე ნაბიჯებით გაიჩალიჩებს“ და თავს დაიღუპავს. ოღონდ, ჩვენი გათვლა არ შეიძლება ამაზე იყოს. ჩვენ გვავქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით გადავწყვიტოთ ეს ამბავი.“– განაცხად გიგა ბოკერიამ.