საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს ამ საოცარ წარმატებას ულოცავს:
„გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას!
გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!
მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!
დიახ, გამარჯვება ჩვენია!
სულ გამარჯვებები საქართველო!“, – წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.