გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ჩალაძე ეხმიანება ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილებას, პარტიის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შტაბის შექმნის შესახებ, რომელსაც ხაბეიშვილის ინიციატივით გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.
ჩალაძე ამბობს,რომ „არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება არ არის საჭირო, რადგან ეს უნდა იყოს ფართო კონსესუსი“.
„ძალიან ვუწონებ [ლევან ხაბეიშვილს], ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც გავიგე, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის სურვილი და იმედი მაქვს, პარტია ამომიდგება მხარში, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი]”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.