LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცხადაძემ მეუღლესთან ერთად ქორწინების 8 წლის იუბილე აღნიშნა: ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც გვერდით ასეთი მაგარი გოგო გყავს…“

327
გიორგი ცხადაძე და სალომე ლემონჯავა

გიორგი ცხადაძემ და სალომე ლემონჯავამ ქორწინების 8 წლის იუბილე ახლახან აღნიშნეს. მომღერალი, მსახიობი და ტელესახე ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებასა და კარიერაში სალომემ გარდამტეხი როლი ითამაშა: „ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც გვერდით ასეთი მაგარი გოგო გყავს. მის გვერდით როცა ხარ, უბრალოდ, არ შეგიძლია, იყო ჩვეულებრივი. ის ყოველთვის გაძლევს ძალას, სულ წინ წახვიდე და ხანდახან შეუძლებელიც გააკეთო…

მგონია, თითქოს 8 წლის წინ კი არა, 8 დღის წინ დავიწყეთ ურთიერთობა… მომწონს ის, რომ ჩვენი ურთიერთობა რუტინაში არ არის გადასული. ამ 8 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გადავაფასეთ, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხნის განმავლობაში ორივე ერთნაირად ერთი მიმართულებით განვვითარდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g