„ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ჩინეთში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც სეზონურ ზრდას ჩვეულებრივი სასუნთქი ვირუსული ინფექციების და არა საფრთხეს ევროპის კავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EU/EEA) ქვეყნებისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რითაც ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ კიდევ ერთხელ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ჩინეთში ვირუსის აფეთქება სახიფათო არ არის“.
„ECDC აგრძელებს მონიტორინგს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისთან (WHO/EURO) ერთად (2).
ჰუმანური მეტაპნევმოვირუსი (#hMPV) არის სეზონური პათოგენი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურია გვიან ზამთარში და გაზაფხულზე. ის ხშირად ცირკულირებს სხვა სასუნთქი ვირუსების, მაგალითად, გრიპის (#influenza) და რესპირატორული სინციციალური ვირუსის (#RSV) გვერდით (3).
ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და დაღლილობა – NCDC ჩინეთში გავრცელებულ გრიპზე განცხადებასა და რეკომენდაციებს აქვეყნებს
რაც შეეხება საქართველოში არსებულ გრიპის ვირუსებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 კვირაა განსაკუთრებით მატულობს A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობა.
ეს არ არის ახალი ვირუსი და ის მსოფლიო მასშტაბით ათწლეულებია არსებობს (4).
რეკომენდაციები:
მსუბუქი სიმპტომების მქონე პირებმა უნდა დარჩნენ სახლში და დაისვენონ, რათა არ მოხდეს სხვების ინფიცირება (5).
მაღალი რისკის ჯგუფში მყოფმა ან რთული / მძიმე სიმპტომების მქონე პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას (5).
პირებმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ან ცუდად განიავებულ სივრცეებში, უნდა გამოიყენონ პირბადე, დახველების / დაცემინების დროს დაიცვან ჰიგიენა ხელსახოცით ან მოხრილი იდაყვით, რეგულარულად დაიბანონ ხელები და მიიღონ რეკომენდებული ვაქცინები (#გრიპი, #COVID19, #RSV; hMPV-ს ვაქცინა არ არსებობს) ექიმის და ადგილობრივი საჯარო ჯანმრთელობის სამსახურის რჩევის შესაბამისად (5).
ჯანმრთელობა და სიფრთხილე ყველას!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.