LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ფხაკაძე: „სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვითომ ომიკრონის შტამი დაამთავრებს პანდემიას, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია…“

452
fxakadze

გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემია ომიკრონით არ დასრულდება:

„სამწუხაროდ, ჩემი არაერთი კოლეგა ტყუილ მოლოდინს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვითომ ომიკრონის შტამი დაამთავრებს პანდემიას, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. პანდემია რომ დამთავრდეს, რა კეთდება, ხალხი აცრილია? ხალხი პირბადით დადის?

პანდემია მაშინ დამთავრდება, როცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის 90% აიცრება. მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ ანტივაქსერები სისულელეებს. გაიძახიან, გამოდით და კარგი რამე გვითხარით, ამდენი ნეგატივით დავიღალეთო. სიმართლის გაგება არ სურთ. უნდათ, რომ ვინმე ატყუებდეთ და რა უნდა ვქნათ? არც ვაქცინაცია უნდათ, არც დისტანციის დაცვა, არც პირბადის ტარება…

ჟენევაშიც არიან ანტივაქსერები და ისინიც გაიძახიან, ვაქცინა ცუდიაო, მაგრამ ალტერნატiვა რომ არ არსებობს? თუ ალტერნატივა არის, მეც მოვისმენდი სიამოვნებით. დღეს, მოგვწონს თუ არა, ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ ვაქცინა უნდა გავიკეთოთ და ეს არის გამოსავალი, სანამ უკეთესი ვაქცინა არ იქნება. ადამიანები ელოდებიან მაგიურ წამალს, რომელსაც დალევენ და მორჩებიან. ასეთი მაგიური წამალი არ არის და ალბათ, არც იქნება. ვიმეორებ, გამოსავალი პირბადე, ვაქცინა და დისტანციაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები