„ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გახარიას განცხადებით, „აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს“.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს“, – წერს გიორგი გახარია.
ცნობისათვის, დღეს, 15 ივლისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
Ahead of the EU Foreign Affairs Council, during my meetings with Ministers and EU stakeholders in Brussels, my message remains clear and consistent: The Georgian people must not be punished for the Georgian Dream regime’s brutal repressions. Consensus must be built around…
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 15, 2025