LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია ვაშინგტონში სააკაშვილს შეხვდა? – სად დააფიქსირეს ყოფილი პირველი პირები

230
bizina

გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, კონსპირაციული შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „რუსთავი 2“ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა  და ნიკა მელიას შორის, უცნობია. თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია “გაიქცა”.

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა “კურიერმა” მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

ასევე, ამავე სასტუმროში – The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  „რუსთავი 2“-თან კომენტარი არ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g