LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

138
გიორგი გახარია

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გიორგი გახარიამ „ქართულ ქარტიას“ ორბელიანების სასახლეში ხელი დღეს მოაწერა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. 

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში"

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას შეასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g