LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო, ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს, უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც… მინდა, მშობლებმა შეძლონ და ცოცხლად დარჩენის ძალა გამოიგონონ, ეს იქნება ჩემი შენათვალი, მგონი იმ მტრედისაც ეს იყო“

283
გიორგი კეკელიძე

5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული ხუთი დედმამიშვილი 9 იანვარს დაკრძალეს.

საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი არასრულწლოვანი დაკრძალეს

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო_ და ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი ზის.

საბერიოში დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი

💔„დიდება უფალს“ – საბერიოში დაღუპული ბავშვების მამის თავზე მტრედი #fortunage ვიდეო: sofulaafen

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მწერალი გიორგი კეკელიძე და წერს:

„ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს. უსამართლოდ და ულოგიკოდ, მაგრამ მაინც. მე რელიგიური ადამიანი ვერ ვარ, მაგრამ ის კაცი ვარ, სანუგეშო სიტყვა რომ უკეთესი საყრდენი მგონია, ვიდრე სხვა რამ ნებისმიერი. ამიტომაც, ხან, ალბათ ასე თქმა სჯობს, როგორც ნეტარმა ავგუსტინემ გვითხრა: – „სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი“. მაინც სიტყვაა ყავარჯენი, თუნდაც კოჭლი ყავარჯენი, მაგრამ ერთადერთი, რაც ადამიანს აქამდე მოუგონია. და მე მინდა, რომ მშობლებმა შეძლონ და ახლა ძალა გამოიგონონ – ცოცხლად დარჩენის ძალა. ეს იქნება ჩემი შენათვალი, მეტი არაფერი. მგონი იმ მტრედისაც ეს იყო“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ის მტრედი ხომ საერთო ციდან იყო, საბერიოს ანგელოზების მამას რომ დაეყრდნო. ეს ბავშვებიც ამ ცის ნაწილები არიან დღეს….

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g