LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე ლადო აფხაზავას შესახებ: „ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით…“

1889
giorgi-kekelidze..

მწერალი გიორგი კეკელიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს მასწავლებლის გლობალური პრიზის მისაღებად ათეულში შესული ლადო აფხაზავას შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან – ლადო აფხაზავას მთელი საქართველო გულშემატკივრობს, თუმცა გამოერია რამდენიმე ადამიანი, რომელსაც აფხაზავას საერთაშორისო წარმატება არ მოეწონა…

გიორგი კეკელიძე წერს:

„გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა – ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. ლადო ამ გზას ახლა გადის; უმძიმესი ცხოვრების და თავგადაკლული შრომის შემდეგ პირველ წარმატებებს რომ უცაბედი ცილისწამებების ნიაღვარი მოყვა, არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ – იმედგაცრუებულია. არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: ,, შენ ყველას უყვარხარ” მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად. საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება. ბრძოლის ველის განვრცობა. შრომა, შრომა და შრომა. ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები