LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კირთაძე: ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია

101
რტჯურ

ბათუმის მერობის კანდიდატი ენმ-დან, გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები დრო არ არის.

“ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის.

სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან”,- წერს კირთაძე.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g