საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.