LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე: „თუ გავლენიანი მშობელი არ გყავს და მილიონები არ გაქვს… თუ შენით წვალობ და შრომობ, ხშირად არის არასტაბილური მდგომარეობა…“

445
გიორგი ნაზღაიძე

ტელერადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე არასოდეს ჩერდება. მუდამ ისწრაფვის თავისი მიზნისკენ და ოცნებებიც გვიან, მაგრამ ნელ-ნელა უსრულდება. ამაში მას შრომისმოყვარეობა ეხმარება. მის ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული მომენტები, თუმცა ესეც გადალახა და ახლა ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. როგორი ცხოვრება გამოიარე და რამდენად ხშირი იყო დაღმავლობა და წარუმატებლობა თუ პირიქით?

ოცდათვრამეტი წლის ვარ და ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, ასვლა-ჩასვლებითაა სავსე. როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი არასტაბილურია, ალბათ, სხვანაირად ვერც იქნები და წარუმატებლობები და დაღმავალი პერიოდები გარდაუვალია, თუ გავლენიანი მშობელი არ გყავს და მილიონები არ გაქვს. თუ შენით წვალობ და შრომობ, ხშირად არის არასტაბილური მდგომარეობა, მით უმეტეს, თუ გინდა, ცხოვრებაში ყოველთვის მეტს და მეტს მიაღწიო. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო აღმავალ-დაღმავალი პერიოდები, მაგრამ არასოდეს გავჩერებულვარ. თუ დაღმავალი პერიოდი დგას, უნდა ეცადო და იქიდან ამოხვიდე, თუ აღმავალი პერიოდი დგას, უნდა იცოდე, რომ სულ ასე არ იქნება.

რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ, ხომ არ გაშინებს ცვლილებები და რამდენად შეგიძლია, პრობლემებსა და წინაღობებს თვალი გაუსწორო?

დიდად არ მიყვარს, სტაბილურობა მირჩევნია, მაგრამ ცვლილებების არ მეშინია. თუ დადგა პერიოდი, როცა ვხვდები, საჭიროა, რაღაცები შევცვალო, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართოს, ამას ვაკეთებ და ვცვლი. როცა იდგა დაღმავალი პერიოდი, ვცდილობდი, რადიკალურად შემეცვალა ყველაფერი. მაგრამ, როცა აღმავალი პერიოდი მედგა, ვცდილობდი, უფრო წინ მევლო და უფრო მეტისთვის მიმეღწია. დღემდე ასე ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g