მსახიობი ანა ჯავახიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს ყველაზე დიდ შიშზე, რომელიც ცხოვრებაში განიცადა და ეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადე?
– ალბათ, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში ყველას აქვს, მაგრამ როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ამ შიშს თვალებში ჩავხედე. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა. ეს სამი წლის წინ მოხდა.
– ყველაზე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი?
– ესეც მამაჩემის გარდაცვალებასთან ასოცირდება. ამაზე დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. სანამ ეს მოხდებოდა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რა იყო სიკვდილი და ალბათ, ვერც იმას, თუ რამდენად უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გარშემოა. „დადგება დრო და ნებისმიერი წვრილმანი ფასდაუდებელი აღმოჩნდება“ – ეს არის ჩემი ტექსტი „ადამისა და ევას დღიურებიდან“, სპექტაკლიდან, რომელშიც ვთამაშობ. ცხოვრება მართლა ასეთია – ეს გამააზრებინა მამაჩემის გარდაცვალებამ.
