LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: ქვეყანაში ფატალური ვითარებაა, მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები

103
1603358040

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით, 60% სრულად არ აიცრება, მანამდე არსებული რეგულაციები ძალაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გამოსავალი, სამწუხაროდ, ერთადერთია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს.

ამასთან, მნიშვნელოვანია გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა, უნდა გაფართოვდეს ტესტირების შესაძლებლობაც და უფასო ტესტირება უნდა იყოს შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის.

სანამ ჩვენ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით მოსახლეობის დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა. გვაქვს ფატალური ვითარება ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200, ხოლო გარდაიცვალა — 60 ადამიანი.

NCDC: საქართველოში სულ 979 813​ აცრაა ჩატარებული

magti 5g