საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიის რეგიონში გამგზავრებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება.
ვაშაძის შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი“.
„საქართველო არჩევანის წინაშეა: დარჩეს ივანიშვილის რეჟიმთან იზოლაციაში თუ იბრძოლოს თავისუფლებისთვის!
ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია – საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. ბალტიის ქვეყნები ჩვენი მოკავშირეები არიან, მათ იციან, რას ნიშნავს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. დღეს ისინი ჩვენს გვერდით დგანან, რათა ევროპული მომავალი დავიბრუნოთ.
ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს დემოკრატია! ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.