LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: წითელი ხაზი არის ჩემთვის ერთადერთი – „ქართული ოცნება“, როგორც ყველაზე მავნებელი რუსული ძალა

198
გიორგი ვაშაძე

წითელი ხაზი არის ჩემთვის ერთადერთი – „ქართული ოცნება“, როგორც ყველაზე მავნებელი რუსული ძალა, – აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აცხადებს.

„წითელი ხაზი არის ჩემთვის ერთადერთი და ეს წითელი ხაზი არის „ქართული ოცნება“, როგორც ყველაზე მავნებელი რუსული ძალა საქართველოში და მისი პატარ-პატარა საცეცები, მიკროელემენტები, რომლებიც გარშემო ჰყავს „პარტიუკებად” რუსულ ფლანგზე.

პროევროპულ ფლანგს უნდა ჰქონდეს საერთო წინააღმდეგობის სტრატეგია და ფორმატი. ამ თვალსაზრისით ვაპირებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. შეიძლება ისეთი გარემოება იყოს, რომ ყველას ერთად მოგვიწიოს გასვლა, შეიძლება ისეთი ვითარება იყოს, რომ სამი სხვადასხვა ფლანგით მოგვიწიოს გასვლა. მე ყველა ოპოზიციურ ლიდერთან ღიად ვსაუბრობ ამ საკითხებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g