LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე: „ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, 8 კილო მოვიმატე, ვვარჯიშობ, არც ვეწევი, არც ვსვამ, რა უნდა მოხდეს, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ამ ყველაფერს დავუბრუნდე, გამორიცხულია!“

1617
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელმაც ბიშკეკის ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კურსები გაიარა, „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და მოქალაქეების მიერ ხშირად დასმულ კითხვებს ჰპასუხობს.

ვიდეო: „აი, ასე აღვნიშნავთ გიორგის გათავისუფლებას უბედურებისგან, ნარკომანიისგან…“ – ნიკოლოზ წულუკიძე და გიორგი ყიფშიძე ბუნებაში მწვადს წვავენ

„ძალიან ბევრი მთხოვს, დავდო პოსტები, თუ როგორ ვარ და როგორ ვგრძნობ თავს.

მეუბნებიან, რომ ბევრი ადამიანი ჩემს იმედად არის, ეს ძალიან სასიამოვნო და თან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბიშკეკში სამკურნალოდ პირველი ადამიანი უკვე წავიდა, ვიცი, რომ ჩემს ვიდეოებს უყურებდა და ეს ნაბიჯიც სწორედ ამან გადაადგმევინა. ეს ძალიან მაგარია და ამ საქციელით ვამაყობ.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თითქმის სამი თვე გავიდა, 8 კილო მოვიმატე, არც ვეწევი, არც ვსვამ, „გაჩხერაზე“ საუბარი ზედმეტია. დილით ვვარჯიშობ და ეს იმდენად გამჯდარია ჩემში, რა უნდა მოხდეს, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ამ ყველაფერს დავუბრუნდე, გამორიცხულია!

„ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ნარკოტიკისგან და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“ – რა პროცესებს გადის გამოჯანმრთელების ეტაპზე გიორგი ყიფშიძე

ვინც ამ გზაზე დადგებით, ერთადერთ რჩევას მოგცემთ: თავისუფალი დრო აუცილებლად ჩაანაცვლეთ და რაღაცით დაკავდით – თვითშემეცნებით, გაზარდეთ თქვენი თავი უკეთესობისკენ, შეგიძლიათ წახვიდეთ მთაში, დაინახოთ, რა არის თქვენთვის მიმზიდველი, მიწასთან დაახლოება თუ სულიერების გზაზე დადგომა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. ეს ძალიან კარგი მეთოდია.

რამდენიმემ მკითხა: „რამდენ ხანში დაიწყებ?“ არა, მე სხვა მდგომარეობაში ვარ, არაფრის დაწყებას არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g