LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია“ – თაზო დათუნაშვილი

187
fot

„რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნიშვილი თვითმხილველების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.

მისი თქმით, რიკოთის უღელტეხილზე უამინდობის გამო პრობლემებია შექმნილი.

„გიზიარებთ თვითმხილველების მოწოდებულ ინფორმაციას – დაახლოებით, ერთი საათის წინ, რიკოთის უღელტეხილზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში.

ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის.

ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო?“, – აცხადებს დათუნიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე პრობლემები ძლიერი წვიმის შედეგად შეიქმნა. რამდენიმე ადგილზე მიწის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

 

 

ვითარება რიკოთზე – კადრები ადგილიდან

⭕ ვითარება რიკოთზე – რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა
ვრცლად – https://shorturl.at/cilLR

#fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023

 

 

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს,  რათა მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g