LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია?“ – მეუფე იაკობი ლაზარე გრიგორიადისზე

198
მეუფე იაკობი ლაზარეზე

„აი, გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს. მამა რომ ჰყავდა დაჭრილი. დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია?“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის მხრიდან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს შეეხებოდა. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა გრიგორიადისი მეუფე იაკობმა.

ზურა მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ ევროკავშირის დროშა დაწვეს – ამ დროისთვის ორივე პოლიციაშია გადაყვანილი

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სინოდის სხდომა შეიკრიბოს.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

„მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ“ – ლაზარე გრიგორიადისის წერილი ციხიდან

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს შეუჩერეს მოღვაწეობის უფლება.

არ ვარ საქმის კურსში, არ ვინტერესდები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ წვავენ დროშებს. განა ვიწონებ ან არ ვიწონებ საქციელს, ყველგან მინახავს და პოლიცია არც ჩარეულა.

ერთი რამე ვიცი, ადამიანს როცა წვავდნენ, პოლიტიკოსებს ძალიან არასწორი და უაზრო აზრები აწუხებდათ, ამის მერე დროშაზე აღარც წამიკითხავს და არც მაინტერესებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„მშობლებო, ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ლაზარეს ადგილას და თქვენი თავი ჩემ ადგილას.. სასამართლოსი არ მჯერა“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მეუფე ლაზარე გრიგორიადისს, ბოდბელ მთავარეპისკოპოსმა უპასუხა:

„აი, გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს. მამა რომ ჰყავდა დაჭრილი. დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია?

ადამიანი უნდა გაწუხებდეთ, ადამიანს უნდა გააგებინოთ, რომ სინანული გაუჩნდეს და რასაც აკეთებს, ცუდი საქციელია.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა - ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები - რაც აქ ხდება, საშინელებაა“

„სუპში“ მინახავს გაყავისფრებული, დამპალი მწვანილი, კატლეტში მინახავს ბუსუსები, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მწვანე ნაგლეჯი ამოვიღე ერთხელ, წიწიბურას კეფირი მოვასხი და კეფირი გაყავისფრდა“.

სისტემა იყო „ნაცების“ დროს, მე ვარ შემსწრე, როგორი სისტემა. მე ვიცი, რომ ადამიანს წვავდნენ და არასწორად აშუქებდით ტელევიზიები. რა მნიშვნელობა აქვს, ლაზარე იყო თუ სხვა?

წვავდნენ ადამიანს და არა მგონია, დროშა გაწუხებდეთ, არ დავიჯერებ მაგას. მამა არ დაჭრა მაგან? მოსაკლავად გაიმეტა საკუთარი მამა, უცხოსთან რამე რომ ჩაედინა, გასაკვირია? კიდევ ამართლებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ მეუფემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, შეიწყალოს არა მარტო ლაზარე, არამედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.

„პრეზიდენტი აქვს თავის დისკრეცია, რომ შეიწყალოს, ის კი არა, სააკაშვილი რომ შეიწყალოს, მაგის უფლებაც აქვს. თქვენ მიესალმებით სააკაშვილის შეწყალებას?

ირაკლი კობახიძე: „თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ რევოლუციური პროცესების წახალისებას ნიშნავს“

თუ ასე ტირილი გააგრძელა, არჩეული პრეზიდენტი იყო, ვაჟკაცებისკენ უფრო ვდგავართ, სუსტები რომ არიან, გაუგებარია“. – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g