LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ხაინდრავა: “ბაქი-ბუქი სულ გვესმის, უკრაინა გაიმარჯვებსო…რას გაიმარჯვებენ?! ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილისთვის“

924
1633525146_goga-khaindrava

საქართველოში ცეცხლი რომ არ გავრცელდეს, ამის ფლაგმანი არის საქართველოს ხელისუფლება – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში დგანან საქართველოს მტრები.

„ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს ბაქი-ბუქი, გაუთავებელი სიცრუე კი გვესმის, შეჭამა ფეიქმა მსოფლიო. მე საერთოდ მგონია, რომ პრესა დაიკარგა. ძირითადად სიცრუეზეა აგებული. განსაკუთრებით ქართველ გენერლებს ვუსმენ, ამ უმეცრებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო.

რომ გაიაზროთ, რა დღეშია ეს ქვეყანა, ნატოს გენერალური მდივანი იძახის, რომ ეს ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოს რუსეთის დამარცხება ძნელად წარმოუდგენელია. მაშ რა არის უკრაინის გამარჯვება? რომელზეც სულ საუბარი მიდის. რას გაიმარჯვებენ? რას ნიშნავს ეს გამარჯვება? დანგრეულია ქვეყანა, 8 მილიონამდე ლტოლვილი, 26 მილიონი შიდა გადაადგილებული. ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილისთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g