LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრად აირჩიეს

105
გოგიტა თოდრაძე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიუროს წევრად აირჩიეს. არჩევნები ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით ჩატარდა.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია (CES) 56 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია 56 ქვეყანას აერთიანებს – მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.

კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შტაბ-ბინაში, ჟენევაში და გლობალური სტატისტიკური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.

ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის ბიურო წარმოადგენს კონფერენციის მმართველ ორგანოს. ის არის პლატფორმა, სადაც მიიღება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბიუროს მთავარი ფუნქციებია: კონფერენციის სამუშაო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, საერთაშორისო სტატისტიკური თანამშრომლობის კოორდინაცია, ექსპერტთა და სამუშაო ჯგუფების მანდატების განსაზღვრა, ასევე ახალი სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

ბიურო შედგება რვა წევრისაგან, რომლებიც ორწლიანი ვადით ირჩევიან. ახლადარჩეულ ბიუროს კანადის მთავარი სტატისტიკოსი უხელმძღვანელებს, რომლის წევრებიც, გოგიტა თოდრაძესთან ერთად, იქნებიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, ალბანეთის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები.

magti 5g