თანამედროვე სამყაროში პლუს ზომის მოდელები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან. გამორიცხული არც ის არის, რომ მომავალში სამოდელო ბიზნესს მრგვალფორმიანი გოგონები დაიპყრობენ.
23 წლის ავსტრალიელი სტეფანი ფერარიო მოდელად მუშაობს და წლებია ებრძვის იმ ფაქტს, რომ მას პლუს ზომის მოდელს ეძახიან.
გოგონა ძირითადად თეთრეულში პოზირებს, სადაც არაჩვეულებრივად ჩანს მისი ფორმები. ფოტოებს კი „ინსტაგრამზე“ ტვირთავს ჰეშტეგით #DropThePlus. ეს არის იმ აქტივისტების მოძრაობა, რომელიც იმ ადამიანების წინააღმდეგ იბრძვის, რომლებიც ანორექსიის არქონას პლუს ზომას ეძახიან.
მოდის ბევრი კრიტიკოსი იმედოვნებს, რომ სტეფანისნაირი გოგონების გამოჩენა მსოფლიო მოდაში ავადმყოფურ სიგამხდრის რისკს შეამცირებს.






