დიდ ბრიტანეთში გოლფის მოყვარულებმა საქველმოქმედო კალენდრისთვის იპოზიორეს. BBC News-ის ინფორმაციით, კალენდრის გაყიდვებით შემოსული მთელი თანხა ძუძუს კიბოს მქონე ქალბატონთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
გოლფ-კლუბის Wellingborough-ს წევრები გეგმავენ, რომ მინიმუმ 1000 ფუნტი სტერლინგის მოგროვება შეძლონ. კლუბის ვიცე-კაპიტნის თქმით, კალენდრისთვის გახდის იდეა მას სხვა კლუბის კაპიტანმა მიაწოდა. „ვიფიქრე, თუკი მათ შეძლეს ამის გაკეთება, ჩვენც შევძლებთ. „
თავიდან ზოგიერთი მოდელი მორცხვობდა, თუმცა მალე ყველა გათამამდა და მათ სხვა ქალბატონებიც შეუერთდნენ.