LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამაზრზენი განცხადება გააკეთა.. ირაკლი, შენს ქვეყანას რუსეთისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები“

190
Untitled design

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

გონჩარენკო სოციალურ ქსელში სტატუსს ქართულ ენაზე აქვეყნებს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.

მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს (სინამდვილეში კი ბრუნვა იკლებს) და ეს არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა უნდა გაზარდოს.

და, რა თქმა უნდა, მან ისევ დაადანაშაულა „უკრაინელი პოლიტიკოსები“ „საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის“ მცდელობაში.

ირაკლი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. Ჩვენიც. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ამის გამოსასწორებლად. შენ კი შენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ და მთლიანი ოკუპაციისკენ ექაჩები.

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ. ირაკლი სხეულს ყიდის რუსეთის საელჩოში და უნდა, მთელმა საქართველომ იგივე გააკეთოს“, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში გამართულ ფორუმზე ამაზრზენი განცხადება გააკეთა.

მას არ სურს…

Posted by Олексій Гончаренко on ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023

 

 

ღარიბაშვილი: პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ

პრემიერი: უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% ოკუპირებულია, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, არც არავინ იცის 

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g