LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% ოკუპირებულია, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, არც არავინ იცის

146
ირაკლი ღარიბაშვილი

„ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა 

აღნიშნული განცხადებით კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას: ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამარჯვებული არავინ იქნება.

პრემიერის შეფასებით, ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

შალვა პაპუაშვილი: მორალური პიედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს – ყველამ საკუთარ ქვეყანას გადახედოს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან

„რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი.

ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე გიკვირთ თუ არა, რომ უკრაინამ „ამდენი ხანი გაძლო?“ – პრემიერმა უპასუხა, რომ მისი შეფასებით, ეს ყველას უკვირს და ვერ ხედავს ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

„მე მგონი ყველას უკვირს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“. – განაცხადა პრემიერმა.

„არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლით რომელიმე სანქციას ვარღვევთ, მოტივაციაზე ისაუბრონ“ – პაპუაშვილი აშშ-ის სახდეპის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g