„სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რამე სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით რომელიმე სანქციას ვარღვევთ“, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და თქვა, თუ შტატების ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ.
პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით, საქართველო სრულად კეთილსინდისიერია.
სარჯველაძე ხოშტარიაზე: ატყუებს საზოგადოებას, თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას - მიზანი სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა
როგორც მმართველი გუნდის დეპუტატმა აღნიშნა, „დროას“ ლიდერის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცის მცდელობაა.
„მნიშვნელოვანია, ფაქტებს დავაკვირდეთ. რუსეთთან პირდაპირი ფრენების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან არანაირ აღდგენაზე საუბარი არ არის. საქართველოს თავად არასოდეს შეუწყვეტია რუსეთთან პირდაპირი ფრენები.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მათთან ომი გვქონდა, არც მაშინდელი ხელისუფლება და არც შემდგომი ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს არანაირ ბარიერს არ უქმნიდა. 2019 წელს რუსეთმა ფრენები თავად დაკეტა და აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში დარჩა, რასაც მანამდე ატარებდა.
„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია
სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რაიმე კონკრეტული სტრუქტურა არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ან რომელიმე სანქციას ვარღვევთ ან გვერდს ვუვლით ამ სანქციებს.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუ ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ.
ჩვენ არა თუ ახლა, არამედ წელიწადზე მეტია განვაცხადეთ, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ, ერთი მხრივ, გვერდს არ ვუვლით საერთაშორისო სანქციებს. ამ კუთხით საქართველო სრულიად კეთილსინდისიერია.
მეორე, ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხიც ეთანხმება და შარშან ქართული ოპოზიციაც დაეთანხმა.ცის ჩაკეტვა, ვიზაზე წესების გამკაცრება და ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას, ხოლო სანქცია ნიშნავს ესკალაციას.
ეს წარმოქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება იმისა, რა იქნება შემდეგი. მაშინ როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა“.– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება” – თინა ხიდაშელი
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შტატებში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით შეშფოთებული არიან.