New York Times-ის ცნობით, Google ავითარებს AI-ს, რომელსაც ახალი ამბების დაწერა შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია, რით განსხვავდება ეს ტექნოლოგია უკვე არსებული ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებისგან, რომლებიც სტატიების გენერირებისთვის გამოიყენებოდა. ის ჟურნალისტების პირადი ასისტენტის ფუნქციას ითავსებს.
ექსპერტების აზრით, რაც არ უნდა დახვეწილი იყოს Google, ჟურნალისტური ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს გასაუბრებას რესპონდენტებთან, წყაროებთან, მოვლენების განცდას ან რაიმე საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადებას.