LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ის „შვილობილმა“ ლოს-ანჯელესში რობო-ტაქსი გაუშვა

126
Google-ის „შვილობილმა“ ლოს-ანჯელესში რობო-ტაქსი გაუშვა

უპილოტო ტაქსი Waymo ლოს-ანჯელესის ყველა მაცხოვრებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. კომპანია Waymo-მ, რომელიც Alphabet INC-ის შემადგენლობაში შედის, თავის გეოგრაფიას სან-ფრანცისკოს და ფენიქსის შემდეგ კიდევ ერთი ქალაქი დაუმატა. რობოტაქსის შეკვეთა შესაბამისი აპლიკაციით Waymo One-ით იქნება შესაძლებელი. თუმცა, გეოგრაფია ჯერ-ჯერობით საკმაოდ შეზღუდულია: უპილოტოთი გადაადგილება 207 კვადრატული კილომეტრის მანძილზე იქნება შესაძლებელი და კლიენტებს ვერ წაიყვანს ბევრ ადგილას, მაგალითად აეროპორტში.

Waymo-მ თავისი რობო ტაქსის დატესტვა ლოს-ანჯელესში ერთი წლის წინ დაიწყო. აპრილში კომპანიამ კლიენტთა შეზღუდული რაოდენობისთვის გახსნა სერვისი და მგზავრობაც ფასიანი გახადა.

ამიერიდან კი ინოვაციური ტაქსით გასეირნებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, ავტონომიური მანქანებით მგზავრთა 98% კმაყოფილია. Reddit-ის მომხმარებელთა გამოთვლით, ასეთი მგზავრობის საშუალო ფასი მილისთვის 6 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები