LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორგილაძე კანონპროექტის გაწვევაზე: მიღწეულით კმაყოფილება სწორია.. შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების, ზნე არ უცვლიათ

241
ფორტუნა (65)

მწერალი და ჟურნალისტი დავით გორგილაძე ე.წ „გავლენების აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მიღწეულით კმაყოფილება სწორია.

ეს თქვენი გამარჯვებაა და უნდა იამაყოთ. ოღონდ, ზომიერი კმაყოფილებაა საჭირო.

შეგახსენებთ გუშინწინდელს: არ განვიხილავთო და უკანა კარიდან შეაცუნცულეს განსახილველად.

პროპორციულოს დაპირებასაც შეგახსენებთ.

თუ შეხსენებაა, ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ინიცირებაც ისეთივე ბოროტებაა, როგორც მისი დამტკიცება და მის

დასაცავად ასეთი თავგამოდებული ბრძოლა მათი მხრიდან – ანუ, მათი მარშრუტი გაშიფრული და მოშიშვლებულია.

შეეშინდათ თქვენი რაოდენობისა და შემართების. ზნე არ უცვლიათ.“ – წერს დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

ამავე თემაზე:

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

ნოდიკო ტატიშვილი: ასეთ დროს გაჩუმება დანაშაულის ტოლფასი და სირცხვილია!

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია

ნანუკა ჟორჟოლიანი: კანონი გაიწვიეს!! ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ, გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!

„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე

 

magti 5g