LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას COVID-19 დაუდასტურდა

182
BeFunky-collage (7)

გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას  COVID-19 დაუდასტურდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ყველა პასუხი უაროფითია.

„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა,“- აღნიშნულია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g