LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები შენდება

141
78999

გორში, მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად, თამუნა გოგალაძემ და რიჟი ცერცვაძემ ახალი კამპანია დაიწყეს. ისინი ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს სახლებს უშენებენ.

“ოროთახიანი სახლი ავუშენეთ ჩვენს გოგოებს. ახლა ვინმე არ გამომიხტეს, რა გეძაღლება, ამდენი უსახლკარო და გაჭირვებული ადამიანი დადის, იმათ დაეხმაროო? ჯერ ერთი, ვეხმარები და მეორეც, ავაშენებ ასეთ სახლს, ნუ შეგისახლებიათ ოთხი გაჭირვებული ადამიანი და ვაი თქვენი ბრალი”, – ამბობს თამუნა გოგალაძე

კამპანიის იდეის ავტორი თამუნა გოგალაძეა, რიჟი ცერცვაძე კი ხელოსანია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობას მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად იყენებს. მათი თქმით, ნებისმიერ მსურველს, რომელიც მასალას მიიტანს, სახლებს უფასოდ დაუმზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები