LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

172
musha-2019-07-19-05-51-32-330665-2023-07-04_18-20-38_106412

გორში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული მამაკაცი სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.

გავრცელებული ცნობითვე, დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, შემდეგ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები