1-ელ თებერვალს, ედისონ რეი, ალექს უორენი, Katseye, ლიონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, Sombr და The Marías ,,გრემის” მთავარ სცენაზე პერფორმანსებს გამართავენ, რაც მათ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული შემსრულებელბი და ბენდები ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ მოვლენაზე პირველად წარდგებიან. ამასთან, თითოეული წელს პირველადაა ნომინირებული პრემიაზე, რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან ისეთ ძირითად ნომინაციაში, როგორიცაა – ,,საუკეთესო ახალი არტისტი”.
,,გრემის” კვირეულის ფარგლებში, Spotify-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მათ საოცნებო კოლაბორატორებზე ჰკითხეს.
აღმოჩნდა, რომ ედისონ რეი გარდაცვლილ პრინსთან თანამშრომლობას ისურვებდა.
ალექს უორენმა სამომავლოდ ლუის კაპალდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
Katseye-ის ფარელთან, ლიონ თომასს ბიონსესთან, ფრენკ ოუშენთან ან ჯეიმს ბლექთან, ლოლა იანგს ფრენკ ოუშენთან, ოლივია დინს დაიანა როსთან, Sombr-ს პოლ მაკკარტნისთან, ხოლო The Marías-ს Air-თან, ჯონი გრინვუდთან და ჰოუპ სანდოვალთან კოლაბორაცია სურთ.