LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის შემთხვევები მცირდება, თუმცა, დაავადებები კვლავ მძიმედ მიმდინარეობს – ჯანდაცვის მინისტრი

d13785e874a9510d77578bae3ec532ff_XL

გრიპით ავადობის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა, დაავადებები კვლავ მძიმედ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თბილისში 30 წლის მამაკაცის გარდაცვალება გრიპის ვირუსმა გამოიწვია თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერ ლაბორატორიული დადასტურება არ გვაქვს. რაც შეეხება ზოგადად გრიპით ავადობას, საბედნიეროდ შემთხვევების რაოდენობა მცირდება. თუმცა, ეს შემცირება, სამწუხაროდ, ასახვას არ პოულობს დაავადებების მიმდინარეობაზე, რადგანაც ის კვლავ მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენ დღესაც გვექნება სტაციონარებში შეფასება და საღამოს ზუსტად გვეცოდინება მდგომარეობის შესახებ,” – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g