LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვ, მომიწყვე სასწაული“ – მანანა ბაქრაძის ახალი პროექტის პრემიერა შედგება

226
ამირანი

28 აპრილს, 20:30 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ZMG-ART წარმოგიდგენთ პროექტს „გთხოვ მომიწყვე სასწაული“

პროექტი მოიცავს 6 დამოუკიდებელ, ქართულ და ინგლისურენოვან მუსიკალურ კლიპს.

სიმღერების და ტექსტების ავტორია პროფესიით ენათმეცნიერი, ფსიქოლოგი, მანანა ბაქრაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, 68 წლის ასაკში, დაიწყო სიმღერების წერა, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე, ცნობილი მეცნიერი, რამაზ ჭილაია გარდაიცვალა.

პროექტში მონაწილეობენ მუსიკოსები – ლევან ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, ეკა დოლიძე, სალომე წულუკიძე, კატო გიორგაძე

მუსიკალური პროდიუსერი – ზაზა მარჯანიშვილი

დამდგმელი ოპერატორი – გიორგი სიგუა

რეჟისორი, მონტაჟის რეჟისორი და გენერალური პროდიუსერი – მარინა სალუქვაძე

საპროდიუსერო ჯგუფი – ვერა ყიფიანი, ნატო ბოჭორიშვილი, თათა გვასალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g