მუსიკოს ლევან გერსამიას ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება – სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის თანახმად, ლევან გერსამიას შვილს, 7 წლის თეოდორეს, რომელიც მე-5 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, აქვს მენჯ-ბარძაყის და ფეხის ძვლის მოტეხილობები. მოზარდს ასევე ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია.
„მეგობრებო, ჩვენი თანაქალაქელის ოჯახი, რომელსაც მთელი საქართველო „გერსამიების ოჯახით“ იცნობს და უყვარს, დიდი განსაცდელის წინაშე დგას.
მე-6 შვილი, 7 წლის თეოდორე მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, აღენიშნება მენჯ-ბარძაყის მოტეხილობები და ფეხის ძვლის მოტეხილობები. ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია.
გთხოვთ, გავერთიანდეთ და მცირედი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის შვიდშვილიანი ოჯახის დასახმარებლად.
საქ.ბანკი: GE62BG0000000162211242
თიბისი ბანკი: GE82TB7538745068100025
ლიბერთი ბანკი: GE33LB0211161835251000
მიმღები: (დედა) მარიამ ვაშაკიძე“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში ლაშა მჭედლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
❗️მეგობრებო, ჩვენი თანაქალაქელის ოჯახი , რომელსაც მთელი საქართველო ,,გერსამიების ოჯახით,, იცნობს და უყვარს, დიდი…
Posted by Lasha Mchedlidze on ოთხშაბათი, 11 ივნისი, 2025